კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი, 3 მგზავრი კი დაშავდა. ისინი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს მერსედესისა და ჟიგულის მარკის ავტომანქანები დაეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ჟიგულის“ მძღოლი, 48 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.