გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთში კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე წვიმა. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა 32 გრადუსია მოსალოდნელი.
18 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. თბილისშიც ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა 31 გრადუსი.