“მისტერ პლანეტა 2017“ ზურა წილოსანი გახდა. კონკურის “მის და მისტერ პლანეტა 2017“ მესამედ გაიმართა. კონკურსი წელს ბათუმში ჩატარდა. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ზურა წილოსანი გურიიდანაა, მას ბავშვობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანში აქვს გატარებული.
“ძალიან გვიხარია, რომ “მისტერ პლანეტანი“ გურული ახალგაზრდა გახდა“, _ წერენ სოციალურ ქსელში.
“21 წლიდან პოდიუმზე ვარ. ვიყავი სააგენტო „გოლდენ ბრენდის“ მოდელი. ახლა „კატრინთან“ გავაფორმე კონტრაქტი. ცოტა ხნის წინ „მისტერ პლანეტა საქართველო“ გავხდი. სამწუხაროდ, ხშირად საქართველოში, მსგავსი ტიპის კონკურსებში ჩაწყობა ხდება, ამიტომ განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ მრავალრიცხოვანმა ჟიურიმ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და გამჭვირვალედ ჩატარდა კონკურსი.
თეატრალური დავამთავრე საოპერატორო განხრით. ვმუშაობდი „პირველ არხზე“ ოპერატორად. სხვათა შორის, თქვენთან, „პრაიმტაიმშიც“ ხშირად მოვდიოდი პრესკლუბის გადაღებებზე. ახლა ვარ საქართველოს ნაკრების წევრი, ფიტნესაა და ბოდიბილდში. მეორე და მესამე ადგილი ავიღე სპორტის ამ სახეობაში. სპორტი ჩემი ცხოვრებაა, აგიტაციასაც ვეწევი ხშირად“, _ ეს ინტერვიუ “პრაიმ-ტაიმს“ მისცა ზურა წილოსანმა “მისტერ პლანეტის 2017“ ქართულ ტურში გამარჯვების შემდეგ.
ზურა წილოსანმა, მაყურებლის ყურადღება რამდენიმე თვის წინ, ქართველი მომღერლის, ხატია წერეთლის კლიპში მიიპყრო.
“ამ შედეგს არ ველოდი. ხატია წერეთელი საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო. როცა კლიპი და გამოხმაურება ვნახე, მერე მივხვდი, სად მოვხვდი. ხატიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვისაც რა უნდა იმას მღერის და აკეთებს, მე ვერ განვსჯი. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, შედეგი თავიდანვე გვცოდნოდა“, _ თქვა ზურა წილოსანმა.