ფოტოგრაფმა იონას ბენდიკსენმა თავის ახალ წიგნში The Last Testament აღწერა კაცები, რომლებიც თავიანთ თავს მეორედ მოსულ ქრისტეს უწოდებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ფოტოგრაფი 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობდა, რა დროსაც სხვადასხვა ქვეყანაში 7 სხვადასხვა ადამიანს შეხვდა, რომლებიც თავს ღვთის ძეს საჯაროდ უწოდებენ.
როგორც ფოტოგრაფი აღწერს, ეს ადამიანები ისეთი ავადმყოფები არ არიან, როგორსაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვხვდებით, მაგრამ მსოფლიოში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც მანიპულირებას მათზე უკეთ შეძლებდა.