ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა 2016 წლის კურსდამთავრებულებს, დამსახურებული ოქროს მედლები ახლა გადასცა.
_ პირველად დაბეჭდილი მედლები ცუდი გამოვიდა. სამინისტრომ ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, რასაც დრო დასჭირდა და ამიტომ დარიგდა გვიან მედლები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ.
მისივე ინფორმაციით ოქროს მედალი 14-მა კურსდამთავრებულმა მიიღო.
ოქროს მედლით დაჯილდოვდა შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ სიხარულიძე.
ოქროს მედალი მიიღეს პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა: ეკა კორიფაძემ, საბა სიხარულიძემ, ნინო სიხარულიძემ, ანა ბერიძემ, ნინო სურმანიძემ, ანა უჯმაჯურიძემ, სალომე ბერიშვილმა, თამთა კიკვაძემ და ლევან ქორიძემ.
ოქროს მედალი სამრევლო სკოლის სამ კურსდამთავრებულს _ თამარ ჩხარტიშვილს, ბექა გიორგაძეს და გვანცა ბარამიძეს გადაეცათ.