საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად შუახნის ასაკის ქალბატონი ადგილზე დაიღუპა. მსუბუქად დაშავდა სამი მგზავრი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების მანქანები.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.