დევონშირელი ლუიზა მურჰაუსის საყვარელი კოკერ-სპანიელი ჯესი, საოჯახო ფერმის სრულუფლებიანი თანამშრომელია.
ჯესი პატრონს მართლაც ძალიან ეხმარება – 10 წლის ძაღლი დღეში სამჯერ ასმევს რძეს დაობლებულ ოთხ ბატკანს.
ამას გარდა, ფერმაში პატარ-პატარა დავალებებსაც ასრულებს.
“ჯესი ჩემი მარჯვენა ხელია. ფერმაში მუშაობა ლეკვობისას ვასწავლე. უცხოსთვის კი მართლაც სასაცილო საყურებელია, ერთი ბატკანი ბოთლს რომ დაცლის, მეორისთვის როგორ მოარბენინებს ჯესი ახალ ბოთლს“, – ამბობს ლუიზა.
მისის მურჰაუსის ფერმა ადგილობრივ ბუნების დამცველთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და ცხვრის იშვიათ ჯიშებს უვლის.