ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამი მოწვევის დეპუტატი ლელა ნაცვალაძე დეპუტატობას აღარ აპირებს და ტაიმ-აუტს იღებს.
“ამ ეტაპზე აღარ ვაპირებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და საკრებულოს დეპუტატობას. მაქვს გეგმები და ამის შესახებ მოგვიანებით გავახმოვანებ. მე ვრჩები ისევ ქალთა უფლებების დამცველად და გურიის რეგიონში ვაპირებ ამ კუთხით მუშაობას“, _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.
ამ ეტაპზე ლელა ნაცვალაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე და პარტია “სახალხო ხელისუფლების“ (ლევან მამალაძის პარტია) რეგიონული კოორდინატორია. ლელა ნაცვალაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობას არ იღებს.
ლელა ნაცვალაძე იყო “გაერთიანებული დემოკრატების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხვადასხვა დროს კონსერვატიული პარტიის, “სამართლიანი საქართველოსთვის“ და “დემოკრატიული მოძრაობის“ სიით მოხვდა,