როგორც ირკვევა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ლანჩხუთში 17 მაჟორიტარული უბნიდან 11-ზე ეყოლება კანდიდატი, რომელიც ასე გამოიყურება: ქალაქის პირველი ქვეუბანი – სოსო ჩხაიძე, მეორე ქვეუბანი – გივი ცინცაძე, ლესა- კახა პატარაია, რომელიც ამავე ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი 2010-2014 წლებშიც იყო მაშინდელი მმართველი გუნდიდან. ჩოჩხათი – კახა მშვიდობაძე, შუხუთში – ტატიანა ივანიძე; ღრმაღელე -შენგელია გენადი, სუფსა – გურგენაძე ეგნატე, ნინოშვილი – ანანიზე მამუკა; აცანა – ბერიძე ემზარი, აკეთი -თოხაძე მამუკა; ჩიბათი – ჯორბენაძე თეიმურაზი.
რაც შეეხება პარტიულ სიას, მას მერობის კანდიდატი კახა ასკურავა ლიდერობს, მეორე ნომერი იოსებ ჩხაიძეა, მესამე – გიორგი გოგუაძე; მეოთხე -კახა პატარაია; მეხუთე – გივი ცინცაძე, მეექვსე – თენგიზ თარგამაძე; მეშვიდე – კახა მშვიდობაძე; მერვე – ტატიანა ივანიძე; მეცხრე – ნინო ჩახვაძე; მეათე-თამთა ჭკუასელი.