ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი ამბროლაურის მიმართულებით მოძრაობდა და მას ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, რა დროსაც გზაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.
სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან, ტრაილერში მჯდომი სამივე პირი კი გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.