ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული ,,შემოქმედობა -2017” და რეგიონური ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა” გაიმართა.
მთავარი კონცენრტის დაწყებამდე გაიმართება ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა, გურული ტრადიციული კერძების მომზადება-დაგემოვნება.
ღონისძიებაში გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ჩაერთვებიან.
“შემოქმედობას“ გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს ჯგუფ “მგზავრების“ კონცერტი გაიმართა.
წელს საპატიო შემოქმედელების დასახელება არ შედგა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ: „შემოქმედობის“ სახალხო დღესასწაულს დაემთხვა რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა,“ რომელშიც ჩართული არიან გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, შესაბამისად, შეიცვალა ღონისძიების ფორმატი და წელს საპატიო შემოქმედელები არ დასახელდებიან.
“შემოქმედობა-2017“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო “ფუძეობა“ კულტურის სამინისტროს პატრონაჟით გაიმართა.