პუერტო რიკოს ქარიშხალმა მარიამ გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ქარიშხლის შედეგად პუერტო რიკოს არცერთ მოსახლეს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კუნძულის უმეტესი ნაწილი დატბორილია.
გავრცელებული ცნობით, ქარიშხალი მარია მეორე კატეგორიის ქარიშხლამდე შესუსტდა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან დომინიკის რესპუბლიკისკენ მიემართება.
როგორც ცნობილია, ქარიშხალი მარია კარიბის კუნძულებზე ამ თვეში უკვე მეორე ქარიშხალია.
თვის დასაწყისში კარიბის კუნძულებს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა ირმამ გადაუარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხალი მარია იმავე მარშრუტს გადის, რაც ქარიშხალმა ირმამ გაიარა.