“ქართული ოცნების” პარტიული სიების ოფიციალურ წარდგენამდე “გურია ნიუსისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი მმართველი პარტიის დაზუსტებული ათეული ჩოხატაურში, რომლის შედგენა ადგილობრივ ორგანიზაციაში რამდენიმე დღეა დაპირისპირების მიზეზია.
პარტიული ათეულის სათავეში, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა ზაალ მამალაძეა.
მეორე ნომერი ბექა გამდლიშვილია, მესამე ნომრად მანანა მინდაძე ჩასვეს; მეოთხე ნომერი _ მარინა ბერაძე; მეხუთე ნომერი _ დავით შარაშიძე; მეექვსე _ თემურ ხუხუნაიშვილი; მეშვიდე _ მაია გიორგაძე; მერვე _ შალვა ჩანტლაძე; მეცხრე _ ალექსანდრე ყაჭეიშვილი; მეათე _ მაია პაიჭაძე.
როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაშ “გურია ნიუსს” უთხრეს, სია საბოლოოა და აღარ შეიცვლება.