პუერტო რიკოში მოსახლეობისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდების აღდგენას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. ამის შესახებ CNN-ს გუბერნატორმა რიკარდო როსელომ განუცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი ელექტროსადგური ძალიან არ დაზიანებულა, მაგრამ გადანაწილების სისტემა დანგრეულია.
როსელოს ინფორმაციით, ქარიშლხის დროს 1 ადამიანი დაიღუპა. მას სახლის სახურავიდან ამძვრალი ფიცარი დაეცა.
მისივე თქმით, ზოგიერთ რაიონში დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია, რისი მიზეზიც, გართულებული კომუნიკაციაა.
ამავე თემაზე:
პუერტო რიკოს მოსახლეობა ელ.ენერგიის გარეშეა დარჩენილი