ახალ ზელანდიაში პარლამენტის წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მისი ვინაობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
როგორც ცნობილია, შემთხვევა არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოხდა.