საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკის დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელის ნიშანდებისათვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით – 3 144 ცალი ყალბი აქციზური მარკა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.