“ქართული ოცნების” პარტიული ათეული თბილისში უკვე ცნობილია.
ათეული რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა.
სიის პირველი ნომერი მარიკა დარჩია იქნება; მეორე ბექა დავითულიანი; მესამე _ თინათინ ნიბლოშვილი; მეოთხე _ ირაკლი ზარქუა; მეხუთე _ დათო რურუა; მეექვსე _ გიორგი ჩაკვეტაძე; მეშვიდე _ დავით უჯმაჯურიძე; მერვე _ გიორგი ახვლედიანი; მეცხრე _ ლევან ჯაფარიძე; მეათე _ გიორგი ალიბეგაშვილი.