ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა.როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დატბორვა გახდა. როგორც ცნობილია, გზაზე წყლის მილი დაზიანდა და ერთ მონაკვეთზე გზის ჩანგრევა ამან გამოიწვია.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟიცაა მობილიზებული.
ზაჰესის ხიდის 28 ივნისსაც ჩაინგრა, მაშინ ხიდი მარცხენა ფლიგელი დაზიანდა.
გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები მარტში დასრულდა. ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.