პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე სარიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ჯუნეწერში გამართა, სადაც ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიოდატი ცისანა ურუშაძე წარუდგინა.
ალექსანდრე სარიშვილმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათგან პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მათთვის პრიორიტეტული შიდა გზების მოწესრიგება და აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა.
მერობის კანდიდატმა შეხვედრა ასევე ლანჩხუთში, აგარაკის უბანში, მრავალბინიანი სახლების მიმდებარედ გამართა. ალექსანდრე სარიშვილმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ ამავე უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი კარლო კვიტაიშვილი წარუდგინა.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულებისა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე სარიშვილმა ადგილობრივების კითხვებს უპასუხა.