‘’ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ მორიგი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა.
შეხვედრაზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, ოზურგეთში მოქმედი ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო მიწვეული.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და განხილულ იქნა ყველა საკითხი, რომელიც ოზურგეთისთვის დღეს აქტუალურია.
ბეგლარ სიორიძემ ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას და სამომავლოდ არასამთავრობო სექტორს მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა, რათა ყველა საკითხი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით იქნას გადაწყვეტილი.