#60 ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი“ენმ„ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშრებით „გურია ნიუსთან“ კომენტარს აკეთებს,.
დავით მჟავანაძემ #40 ქვედა ნატანები 1-ის და #41 ქვედა ნატანები 2-ის საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ კომისიის წევრებს არაჰიგიენურ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. მჟავანაძის თქმით, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებულია, იქვე ჩაედინება ფეკალური მასები და არის საქონლის სადგომები.
_ მინდა გითხრათ, რომ მე თვითონ გახლდით #40 ქვედა ნატანები 1-ის და #41 ქვედა ნატანები 2-ის საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო უბნები არ არის განთავსებული არანაირ საქონლის სადგომში. ვესაუბრე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებიც ასრულებდნენ კანონით მინიჭებულ უფლება–მოვალეობას, არიგებდნენ ამომრჩევლის ბარათებს, _აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას #60 ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილმა.