ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში 20 გურული მეხანძრე მონაწილეობს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის გურიის სამსახურის უფრომა პაატა ლომთაძემ უთხრა:
_ ერთი მანქანა და 20 მეხანძრე-მაშველია წასული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლომთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, კონკრეტულად კი წაღვერში, არჯევანიძეების ტყე წუხელს შემდეგ იწვის.
სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანაშრომელია ჩართული. მეხანძრეები ცეცხლის კერებამდე მისასვლელ გზებს ჭრიან.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.