ძველესი დროიდან იყენებს ადამიანი კვერცხის ცილას, როგორც საკვებსა და სამკურნალო საშუალებას.
ორგანიზმი მას ძალიან ადვილად ითვისებს – სულ 45 კკალორიაა. კვერცხის ცილა შეიცავს ბევრ B ჯგუფის ვიტამინებს და ქოლინს, რომელიც ჩვენი უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისა და სრულფასოვანი არსებობისთვის არის საჭირო; ასევე შეიცავს D, H, K და B3 ვიტამინებს, ნატრიუმს, გოგირდს, ქლორს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, სპილენძს, იოდს, მოლიბდენს, ქრომს, კობალტსა და მაგნიუმს.
ვიტამინი B3 აუმჯობესებს ნერვული უჯრედების მუშაობასა და ტვინის სრულფასოვან კვებას. K ვიტამინი განაპირობებს სისხლის ნორმალურ შედედებას.
კვერცხის ცილა ასევე მდიდარია ამინმჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების ზრდასა და განახლებას, ამასთან ის პროტეინის საუკეთესო წყაროა, რომელიც ზრდის ორგანიზმში “კარგი” ქოლესტერინის დონეს, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.
კვერცხის ცილას მედიცინაში იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალების დასამზადებლად, ლაბორატორიული კვლევებისთვის…