ინდოეთის გაზეთ Tehelka-ს ყოფილი რედაქტორი, თარუნ თეჟპალი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ყოფილ რედაქტორს 2013 წელს მოწყობილ წვეულებაზე კოლეგის გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ედება ბრალი.
იურიდიული ექსპერტების თქმით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში თეჟპალს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.