გურიაში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. რამდენიმე სოფელში დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთებიც. ამ წუთებში სოფლებში იმყოფება გურიის ხელისუფლების წარმომადგენლები, მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved