პროგრამული უზრუნველყოფის, Amadeus Altea-ს სისტემის ხარვეზმა მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის შეფერხება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შეფერხებები იყო Gatwick, Paris Charles de Gaulle and Melbourne-ს აეროპორტებში.
როგორც Amadeus Altea-ში განაცხადეს, ტექნიკურმა გუნდმა პრობლემის პროფილაქტიკისა და აღმოფხვრისთვის მუშაობა დაუყონებლივ დაიწყო.
„პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაწყებულია და მომსახურება თანდათან აღდგება“, _ აცხადებენ კომპანიაში.