ეს ვიდეო 2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ჩოხატაურშია გადაღებული _ „ნაციონალური მოძრაობის“ ე. წ. ტრენინგზე გამგეობის თანამდებობის პირები, სოფლის გამგებლები და ააიპ-ების თანამშრომლები იყვნენ.
როგორც იმდროინდელი გამგებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის უფროსი ლელა იმედაშვილი განმარტავდა, ეს ადამიანები არჩევნებზე მათი დამკვირვებლები იყვნენ.
ამ ვიდეოში გურულებისთვის და განსაკუთრებით ჩოხატაურელებისთვის ნაცნობი არა ერთი სახეა _ დღეს ამ ადამიანებს „ქართული ოცნება“ „ატრენინგებს“.
ზოგი ზონის კოორდინატორია, ზოგი სამსახურის უფროსი, ზოგი პარტიულ სიაშია, ზოგი კი გამგებლის წარმომადგენელია, ზოგიც თანამდებობრივად დააწინაურეს.
როგორც 2012 წელს, ეს ადამიანები დღესაც დუმან და კომენტარებს იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მათი პარტიული ორიენტაციის შეცვლა, არ აკეთებენ.