მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 343-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას NYDAILYNEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 6-ზე მეტი ადამიანის სხეული შენობის ნანგრევებში აღმოაჩინეს.
პრეზიდენტ ენრიკე პენა ნიეტოს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღდგენა და რეაბილიტაცია დაახლოებით 750 მილიონი დოლარი დაჯდება.
გარდა ამისა, სახლების აღდგენა 550 მილიონი დოლარი, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის მიყენებული ზიანი კი შესაძლოა 440 მილიონ დოლარს შეადგენდეს.
„ვიმედოვნებ ახალი წელს ჩვენ შევძლებთ გვქონდეს ახალი მექსიკა“,_აცხადებს პრეზიდენტი.
როგორც ცნობილია, 19 სექტემბერს 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მქონე მიწისძვრამ 343 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთაგან 204 მექსიკის დედაქალაქში დაიღუპა.