მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბადრიჯნის მოყვარულებს იშვიათად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და რაც მთავარია, დიდხანს ცოცხლობენ.
ანთოციანები – ნივთიერება, რომელიც ბადრიჯანს იისფერს აძლევს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.
კალიუმისა და განსაკუთრებული ნივთიერების, მელანოგენის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით, ეს ბოსტნეული ააქტიურებს გულის კუნთების (მიოკარდის) მუშაობას, ამცირებს სისხლსა და ღვიძლში ქოლესტერინის დონეს, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, აწესრიგებს წყლის, მარილის და ლიპიდურ ცვლას, ხელს უშლის შეშუპებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, თირკმლების დაავადებას, შეკრულობას, ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას.
ბადრიჯანი სასარგებლოა პოდაგრის, პოლიართრიტის, შარდკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, რადგან ის სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილებს.
რკინა, სპილენძი და მანგანუმი, რომელსაც ბადრიჯანი შეიცავს, აუმჯობესებენ სისხლის წარმოქმნას და მატებენ ენერგიას. რაც მთავარია, ბადრიჯანი ებრძვის ზედმეტ წონას – 100 გ ბოსტნეული სულ 28 კკალორიაა.
ცნობისთვის: ძალიან გადამწიფებულ ბადრიჯანში მკვეთრად იზრდება სოლანინის რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა. მოწამვლის შემთხვევაში ვლინდება გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, კუჭის აშლილობა, ნაწლავების ჭვალი, ხუთვა, ექიმის მოსვლამდე დალიეთ რძე ან უმი კვერცხის ცილა. ბადრიჯანი არარეკომენდებულია გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს.