ამერიკის შეერთებული შტატების 5 ყოფილი პრეზიდენტი ქარიშხალ „ირმას“ და „მარიას“ შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნით საქველმოქმედო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILY MAIL ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კონცერტი 21 ოქტომბერს გაიმართება, სადაც სცენაზე ერთად წარსდგებიან ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უფროსი და ჯიმი კარტერი.
კონცერტში მონაწილეობას ასევე სხვადასხვა როკ ჯგუფები და შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.