გავრცელებული ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ მურადაშვილი თანამდებობას დატოვებს.
ეს ცვლილება კი რეგიონში ბოლო დროს გახშირებულ, გაუხსნელ მკვლელობებს უკავშირდება.
როგორც ცნობილი გახდა, მურადაშვილი პოსტს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებამდე შეინარჩუნებს.
შსს-ს პრესსამსახური ამ ეტაპზე მურადაშვილის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს.
თავად მურადაშვილი კი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ არანაირი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და ამ ეტაპზე ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.