უზარმაზარ ნიუფაუნდლენდ ვიზის, რომლის წონა 70 კგ, სხეულის სიგრძე კი დრუნჩიდან კუდამდე 1,8 მ-ია, სომერსეტის საგრაფოში ყველა იცნობს. ამ ძაღლს ათეულზე მეტი კაცი ჰყავს დახრჩობას გადარჩენილი – ვიზი 2014 წლიდან პლაჟზე მაშველად მუშაობს. იგი ნებისმიერ პროფესიონალ მოცურავეზე უფრო სწრაფად დაცურავს. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ ვიზიმ შუშის ნამსხვრევით თათი გაიჭრა და ვეტერინარებმა რამდენიმე კვირით სახლში ყოფნა გამოუწერეს, თუმცა მისი შინ გაჩერება ადვილი არ გამოდგა – სულ პლაჟისკენ მიიწევდა. ვიზის დასახმარებლად ლამის
მთელი საგრაფო დაიძრა, მაშველ ძაღლს სახლში თვით მსოფლიოს უპირველესი მაშველი, ცნობილი სერიალის ვარსკვლავი დევიდ ჰასელჰოფიც კი ეწვია…
ერთ-ერთმა კანადურმა კომპანიამ საგანგებოდ ვიზისთვის შექმნა თათზე წამოსაცმელი მომცრო საჰაერო ბალიში, რომელიც თათზე დატვირთვას ამცირებდა და ინფექციის შეჭრისგანაც იცავდა.
ბალიშმა ვიზის საშუალება მისცა, სწრაფად დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას.
– ბალიში უკვე მოვხსენით და ჩვენი გმირი მაშველი ისევ ისე სწრაფად ცურავს, – ამბობს ნიუფაუნდლენდის პატრონი დეივიდ პიუ.