მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კაბა დუბაიში შეიკერა, რომლის ფასი 17.6 მლნ აშშ დოლარია.
მუსლიმან ქალთა ტრადიციული კაბა ანუ აბაი აბრეშუმისგან ან მუქი ფერის თხელი ბამბისგან იკერება და სხვადასხვა ორნამენტით იქარგება.
სამოსი რეკორდების მოყვარული შეიხების შეკვეთით ბრიტანელმა დიზაინერმა შექმნა. იგი მორთულია პლატინაში ჩასმული 1 899 წვრილი და 50-50 მსხვილი ცისფერი და შავი ბრილიანტით, ამას გარდა, უიშვიათესი წითელი ალმასებით.
13 კგ წონის კაბის მოსაქარგად 200 000 ცალი ოქრომკედის ძაფიც დაიხარჯა. “მხოლოდ წითელი ალმასების ღირებულება 8 მლნ დოლარია”, – განაცხადა დიზაინერმა.