ფოტოგრაფ ამოს ჩეპლის მიერ დრონით გადაღებული საქართველო THE TELEGRAPH-ის ობიექტივშიც მოხვდა.
როგორც მაუწყებელი წერს, შუა აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე გამბედავი ერი აერთიანებს თოვლიან მთებსა და ქვიშიან სანაპიროს, ვენახებს, უძველეს ქალაქებს და იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში შეტანილ მონასტრებს. მართლმადიდებური ტაძრების გარდა კი სოფლებში კლუბებს, კაზინოებს და მოყვარულებისთვის ყავის კულტურასაც შეხვდებით.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამოს ჩეპლი, ფოტოგრაფი, რომელიც დრონით გადაღებით არის ცნობილი, ბოლო 7 წელია რაც საქართველოს რეგულარულად სტუმეობს.
„პირველად 2010 წელს ჩავედი და ქვეყანა მყისიერად შემიყვარდა. ისეთი ლამაზი და იდუმალი ადგილია ფოტოგრაფებისთვის ზეცას წარმოადგენს, მოგზაურებისთვის კი ერთ-ერთ დიდ თავგადასავალს, მით უფრო, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გამო ვიზიტები სახიფათო ხდება“, _ ამბობს ჩეპლი.
ბოლო რამდენიმე წელია საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც დრონით გადაღება არ იზღუდება. თუმცა, 1 სექტემბრიდან დრონის გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდა, რასაც ჩეპლი „ეპოქის დასასრულად“ აფასებს.
„რთულია ასეთი ადგილები დრონის გარეშე გადაიღო, ამიტომ ისიამოვნეთ ვიდრე შეგიძლიათ“,_ ამბობს ის.
ამავე თემაზე:
დრონით გადაღებული საქართველო THE GUARDIAN-ზე