ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის თემის სოფელ ხიდმაღალაში მცხოვრები ზვიად დობორჯგინიძის საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, სტიქიამ სახლს სახურავი მთლიანად გადააძრო.
გურიაში ამ წუთებში ძლიერი წვიმა და ქარია.
რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საგანგებო შტატებია შექმნილი.