“ყოჩაღ Liza Vadachkoria გამარჯობას არ გეტყვი ცხოვრებაში, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველას, ვინც ამის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა” _ ასე ეხმაურება ჟუნრალისტი ინგა გრიგოლია “ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გასულ გადაცემას, სადაც საუბარი მასზე და მისი ქალიშვილის ქორწილზე იყო:
“ტელეკომპანია ,,იბერია,, _ ასე, ღიად მოგმართავთ და მივმართავ ყველა ჩემს მეგობარს, ვინც მანდ მუშაობთ. რაც მე თქვენი ტელევიზია მირეკლამებია ,რამდენი მხარდაჭერაც და სიყვარულიც თითოეული თქვენგანის მიმართ ღიად გამომიხატავს, იმის ღირსი ვიყავი, რომ სწორედ იმ დღეებში, როცა ზნედაცემული ადვოკატი ზაქარეიშვილი, ყველაზე ბინძური ფორმებით მიპირისპირდებოდა ჩემი შვილის ქორწილის ამბების გამო, ეს კაცი პირდაპირ ეთერში დაგესვათ და მარიამის ქორწილზე გელაპარაკებინათ?
ესაა კოლეგიალობა? ესაა ჟურნალისტური სოლიდარობა? ბრავო თქვენ. მეგონა,აღარაფერი გამაკვირვებდა. ყოჩაღ Liza Vadachkoria გამარჯობას არ გეტყვი ცხოვრებაში, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველას,ვინც ამის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა… ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ჟურნალისტური სოლიდარობის მიმართ, _ წერს გრიგოლია.