ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემოსურები რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი _ მეწყერმა მთა ჩამოშალა.
ადგილზე ამ წუთებში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და ვარაუდობენ, რომ გზას დღის ბოლომდე გახსნიან.
ადგილზე იმყოფებოდა გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ჯინჭარაძე და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ სოროზანაშვილი.