ქობულეთის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძემ ჩაისუბანში სტიქიით დაზარალებული კონცელიძეების ოჯახი მოინახულა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები გააქტიურდა და საცხოვრებელ სახლთან მიწის მასა ჩამოიშალა. ოჯახი ევაკუირებულია. დაზარალებულთა მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან.
უამინდობამ პრობლემები სხვა სოფლებშიც შექმნა. დაგვაში, ლეღვაში, ქაქუთსა და სოფელ ქობულეთში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაიმეწყრა სახლებთან მიმავალი შიდა გზები.
საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით იწმინდება დამეწყრილი შიდასასოფლო გზები. სპეცტექნიკა ხუთი მიმართულებით მუშაობს. დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას სტიქიის კომისია შეისწავლის. (R)