დღეს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე 10:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე თანამშრომლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებს პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
12:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტერიტორიაზე არსებულ ტირის ბაზაზე, ვეტერანთა შორის გაიმართება ტურნირი, პისტოლეტის სპორტულ სროლაში. მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და სროლის შედეგების მიხედვით მსაჯებისგან შეფასდებიან.
14:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ვლადიმერ იმნაძე უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთში 25 დაღუპული გმირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.
ვეტერანთა დღე აღინიშნება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. კერძოდ : ქუთაისში, ოზურგეთში, რუსთავში, ზუგდიდში, გურჯაანში, თელავში, გორში, კასპში, მცხეთაში, დუშეთში, წეროვანში, ბათუმში, ქობულეთში და ახალციხეში. აღნიშნულ ქალაქებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები გვირგვინით შეამკობენ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალებს. (R)