ჩოხატაური-სურების მეწყრის გამო ჩაკეტილი გზა გაიხსნა.
სოფლის დეპუტატის ოთარ სოროზანიშვილის თქმით, ცენტრალურ გზაზე მიმოსვლა თავისუფალია, თუმცა რჩება პრობლემური ადგილები:
_ მთას დიდი მასა მოწყდა და მეწყერი რამდენიმე ადგილზეა ჩამოწოლილი. ცენტრალური გზა უკვე გახსნილია. დანარჩენ მონაკვეთებზე სპეციალური ტექნიკა ამ წუთებშიც მუშაობს, _ გვითხრა სოროზანიშვილმა.