ხშირად ამტკიცებენ, რომ პროფესია ადამიანის ჩაცმულობაზე წარუშლელ კვალს ტოვებს და იმის მიხედვით, თუ როგორი ფეხსაცმელები გაცვიათ, თქვენი საქმიანობის გამოცნობა საკმაოდ იოლია.
პოლიტიკოსებს შორის დრესკოდის დაუწერელი კანონი მოქმედებს – უნდა გეცვათ სოლიდურად, მკაცრად, საქმიანად.
მთელ ამ სტერეოტიპს თავდაყირა აყენებს აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთი სენატორი ქალი, დემოკრატების წარმომადგენელი როზა დე ლაურო.
ეს ექსტრავაგანტური ხანდაზმული მანდილოსანი ერთობ არასტანდარტულად იცვამს – თვითონვე აცხადებს, რომ ერთი შეხედვით იგი მობერებულ როკ-მუსიკოსს უფრო ჰგავს, ვიდრე პატივცემულ სენატორს.
74 წლის დე ლაურო უკვე 24 წელია, სენატში კონექტიკუტის შტატს წარმოადგენს და კოლეგებისა და ამომრჩევლის თვალს თავისი ახირებული, თუმცა ერთობ გემოვნებიანი ჩაცმულობით ახარებს.