გურიაში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელი წვიმის შედეგად გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა _ წაღებულია გზები, ხიდები, დაზიანებული და დატბორილი საცხოვრებელი სახლები.
ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
თითქმის ყველა სოფელში განადგურებულია, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ერკეთში, ზოტში, სურებში, სამებაში და ვანში მეწყერია ჩამოწოლილი.
გურიაში ამ წუთებშიც ძლიერი წვიმაა, რომელსაც თან ქარი ახლავს.