მარიხუანას მოხმარება და ლეგალიზაცია აქტუალური საკითხია, თუმცა, კანაფის, როგორც სამკურნალო მედიკამენტის რეგულარული მიღება, ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს, ხოლო ახალგაზრდა ადამიანის ტვინი კი, შესაძლოა, მასზე დამოკიდებული გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILY MAIL ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგალითად, ის თუ როგორ მოქმედებს მედიკამენტი ტვინის სხვადასხვა უნარებზე, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეების თქმით, არ არსებიბს მტკიცებულება, რომ ის დამოკიდებულებას იწვევს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ყველაზე გავრცელებული მარიხუანის მოხმარებაა.
როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს, ის შესაძლოა არ არის ისეთი ნარკოტიკული ნივთიერება, როგორც კოკაინი, მაგრამ იწვევს ტვინის ცვლილებებს.
მერიხუანას 2 ძირითადი კომპონენტია ტეტრაჰიდროკანაბინოლი და კანაბიდიოლი, რაც ხელს უწყობს კუნთების მოდუნების ეფექტის შექმნას და ბედნიერების გრძნობის გამოწვევას.
როგორც ცნობილია, მკვლევარები ტეტრაჰიდროკანაბინოლის ინექციას თაგვებს 1 კვირის განმავლობაში ყოველდღე უკეთებდნენ.
1 კვირის შემდეგ კი დაასკვნეს, რომ თაგვებს ნერვული უჯრედების შეერთების ადგილებში პრობლემები გაუჩნდათ.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მუდმივი მოხმარება დროთა განმავლობაში ამ უჯრედების ფუნქციონირებაზე გავლენას მოახდენს, რაც უფრო სწრაფად მოხდება მარიხუანას დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევა ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობის ახალ გზებს სთავაზობს.