ავღანეთში სამართალდამცავებზე თავდასხმის შედეგად 12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პოლიციის ტრენინგ ცენტრზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 2 თავდამსხმელიც დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით,დაშავებულებს შორის არის როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები ასევე სამართალდამცავები.