ტაილანდის 20 ყველაზე ცნობილ სანაპიროზე თამბაქოს მოწევა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კანონი ძალაში ნოემბრიდან შედის.
როგორც ცნობილია, მწეველებს, რომლებიც სანაპიროზე მოწევის ამკრძალავ კანონს დაარღვევენ 3 000 დოლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ ან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ.
„ეს პლიაჟები ყველაზე ლამაზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და მოწევის აკრძალვა მიზნად ისახავს, მათ შენარჩუნებას“,_აცხადებს ტაილანდის ტურიზმის ხელმძღვანელი.
როგორც ცნობილია, პლიაჟებზე მოწევის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პატონგის სანაპიროს 2.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის დასუფთავების შედეგად 140 000-ზე მეტი სიგარეტის ნამწვი გაიტანეს.