“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში საკადრო ცვლილებებია. სუს-ს ოზურგეთის თანამშრომელი, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები გიორგი გიორგაძე სუს-ს ქობულეთის სამსახურის უფროსის პოსტზე გადაიყვანეს, მის ადგილზე კი გიორგაძის თქმით, ჯერ არავინ დანიშნულა:
_ ვაგრძელებ ჯარისკაცად მუშაობას სამშობლოს სიყვარულში. ჩემს ადგილზე არავინ დანიშნულა, _ გვითხრა გიორგაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ქობულეთის სამსახურის უფროსად ოზურგეთელი დავით ცხომელიძე მუშაობდა. გია გიორგაძე კი წლების მანძილზე სუს-ის თანამშრომელი იყო.