21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორი ამინდი იქნება არჩევნების დღეს. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ 21 ოქტომბერს მშრალი ამინდია მოსალოდნელი.
“21 ოქტომბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი“, _ გვითხრა დოდო გვაზავამ.