ჟურნალისტი, დაფნე კარუანა გალიზია, რომელმაც PANAMA PAPERS-ის საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მალტაში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
REUTERS-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჟურნალისტის ვაჟი აცხადებს, რომ დედამისის ავტომობილი ააფეთქეს, რადგან პოლიტიკური კორუფციის გამომჟღავნებაზე მუშაობდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მალტის ხელისუფლება ჰოლანდიელი სასამართლო ექსპერტებისა და ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტების ჩასვლას ელოდება გამოძიებაში დასახმარებლად.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტის დაღუპვას ევროკომისია გამოეხმაურა და მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.
„რაც მოხდა აღმაშფოთებელია და ახლა სამართლიანობა უნდა აღდგეს“, _ აცხადებენ ევროკომისიაში.