პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, დაბარებულია 31 და გამოკითხულია 14 პირი. მისი თქმით, გამოკითხვები გრძელდება.
„ჩვენ შევაჯამეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე მონიტორინგის შედეგები. ეს შეეხება როგორც პარტიების ფინანსურ ანგარიშებს, შემოსავლებსა და ხარჯებს, ასევე კონკრეტულად შემოწირულობების კანონშესაბამისობის მონიტორინგს. აღნიშნულ პერიოდში ჩვენ შევისწავლეთ ხუთასზე მეტი ფიზიკური პირის მიღებული შემოსავლები შემოწირულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რისთვისაც დამატებითი კითხვების არსებობის გამო დავიბარეთ 31 პირი აუდიტის სამსახურში.
ამ ეტაპზე, უკვე გამოკითხულია 14 პირი და გამოკითხვების პროცესი გრძელდება. ჯერჯერობით დარღვევები არის მცირე მასშტაბის ეს არის ინფორმაციის წარმოუდგენლობის რამოდენიმე შემთხვევა, რისთვისაც გაუგზავნა საქმეები სასამართლოში.
რამდენიმე პირს გამოეცხადა შენიშვნა ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, მაგრამ აკრძალულ შემოწირულობასთან დაკავშირებით შესწავლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ კითხვები გვაქვს „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ რამოდენიმე შემომწირველთან, რომელთა გამოკითხვებიც მინდინარეობს“ _ განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
1tv.ge