აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბარში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. “წინასაარჩევნო გარემო კარგია და ამის გამო მოხარულები ვართ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე რეალური შეშფოთების მიზეზი გვქონდეს,” – განაცხადა კელიმ.
მისი განმარტებით, საელჩოს მჭიდრო კონტაქტი და კავშირი აქვს ეუთოსთან, IRI-სა და NDI-სთან. ელჩის თქმით, ის მოხარულია, რომ პრემიერის და ყველას სურვილია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს.
დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა სახელმწიფო უწყებებს ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობისკენ მოუწოდა.
“მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე”, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ მმართველი გუნდის სიძლიერეა განსხვავებული აზრის პატივისცემაშია.